რეზონანსი
07.04.2025

ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მივიტანე, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია X-ზე წერს.

გიორგი გახარიას განცხადებით, ბრიუსელში „გახარია საქართველოსთვის“ გზავნილი იყო ის, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

"დღეს ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მივიტანე ჩვენს ევროპელ პარტნიორებამდე.

პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. საქართველოს ევროპული გზა უნდა აღდგეს.

პროგრესულ ლიდერებთან ერთად ჩვენი გზავნილი იყო მკაფიო - საქართველოს ადგილი ევროკავშირშია”, - წერს გიორგი გახარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×