რეზონანსი
07.04.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთს დამატებით 50%-იან ტარიფს დაუწესებს, თუ ქვეყანა არ გააუქმებს თავის ტარიფს, რომელიც აშშ-ის ტარიფის საპასუხოდ მიიღო.

ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ „Truth Social“-ში დაწერა.

„მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც განახორციელებს საპასუხო ქმედებას აშშ-ის წინააღმდეგ დამატებითი ტარიფების დაწესებით, დაუყოვნებლივ დაუწესდება ახალი და არსებითად უფრო მაღალი ტარიფები, თავდაპირველად დადგენილზე მეტი. ჩინეთმა დააწესა საპასუხო, 34%-იანი ტარიფები, მათი უკვე არსებული რეკორდული ტარიფების გარდა, ამიტომ თუ ჩინეთი არ გააუქმებს 34%-იან ტარიფს ხვალ, 2025 წლის 8 აპრილამდე, შეერთებული შტატები ჩინეთს დამატებით 50%-იან ტარიფს დაუწესებს, რომელიც ძალაში შევა 9 აპრილიდან. გარდა ამისა, ყველა მოლაპარაკება ჩინეთთან მათ მიერ მოთხოვნილი შეხვედრების შესახებ შეწყდება. მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე მოითხოვეს შეხვედრები, დაუყოვნებლივ დაიწყება“, – წერს ტრამპი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×