რეზონანსი
07.04.2025

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დგებუაძისთვის სილის გაწვნის საქმეზე მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გრძელდება. დღეს ბრალდების მხარის მოწმე პოლიციელებს კითხავენ. ამჟამად სასამართლოს ჩვენებას აძლევს "დაზარალებული" დგებუაძის მოადგილე გიორგი ბჟალავა. ბჟალავა ამტკიცებს, რომ სილის გაწვნიდან 15 წუთის შემდეგაც, მის უფროსს სახე გაწითლებული ჰქონდა.

პროკურორის კითხვაზე, რა მდგომარეობაში იყო დგებუაძე, როცა ნახა, ბჟალავამ უპასუხა: "რა მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო? პოლიციელს რომ ხელს დაარტყამ რა მდგომარეობაში უნდა იყოს...გაწითლებული ჰქონდა სახე. მომხდარი ფაქტიდან 10-15 წუთში [ვნახე]."

მისივე თქმით, დგებუაძის დაზიანებული ქურთუკი არ შეუმჩნევია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×