|

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პაატა სალია წლების განმავლობაში აწარმოებდა ძალიან წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, ის არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური იურისტი ქვეყანაში.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა იუსტიციის ყოფილ მინისტრ ანრი ოხანაშვილს გაწეული სამუშაოსთვის და მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
„მადლობა ანრი ოხანაშვილს მის მიერ გაწეული სამუშაოსთვის იუსტიციის სამინისტროში. მან დაიკავა საგანგებო მნიშვნელობის თანამდებობა, გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა და მას მინდა, დიდი წარმატებები ვუსურვო ამ ახალ საქმეში. მინდა, თქვენს წინაშე წარვადგინო პაატა სალია. ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი საქართველოში. ის წლების განმავლობაში აწარმოებდა ძალიან წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური იურისტი ჩვენს ქვეყანაში. ბოლო თვეების განმავლობაში ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის, საქართველოს პარლამენტის წევრი და ახლა უკვე იკავებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას. მას აქვს ყველა თვისება იმისათვის, რომ ღირსეულად უხელმძღვანელოს ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე უწყებას ჩვენს ქვეყანაში. ის არის არა მხოლოდ ძალიან კარგი პროფესიონალი, არამედ ყველანაირი ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული, კეთილსინდისიერი ადამიანი. მინდა, პაატა სალიას ვუსურვო ძალიან დიდი წარმატებები, დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება არაჩვეულებრივი იუსტიციის მინისტრი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.სალია არის ძალიან კარგი პროფესიონალი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური იურისტი
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|