რეზონანსი
07.04.2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა და ახალ პოზიციებზე დანიშნულ პირებს წარმატებები უსურვა. მისი თქმით, ცვლილებები სამთავრობო სტრუქტურების ეფექტიანობას გაზრდის.

„პარლამენტმა აირჩია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი და კიდევ ერთხელ ვიყენებ ამ შესაძლებლობას და ბატონ ანრის წარმატებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, რომ მისი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი, ამ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისების ნაზავი, მას გამორჩეულ ხელმძღვანელად აქცევს.

რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, აქაც ბატონმა თორნიკემ გადადგომის შესახებ განაცხადა და ისაუბრა ამასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა შეთანხმებით მიიღეს გადაწყვეტილება ახალი ხელმძღვანელის წარდგენის და შესაბამისად მიდის განხილვები. ასე რომ წარმატებას ვუსურვებ ყველას ახალ პოზიციებზე და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ყოველთვის, ეს მხოლოდ აამაღლებს ეფექტიანობას ერთი მხრივ სამთავრობო სტრუქტურებისა და იცით მათ შორის, უკვე ინიციირებული არის და ჩვენ მომავალ კვირას განვიხილავთ რეგიონული პოლიტიკის განვითარების სამინისტროს შექმნას და ამ მხრივაც იქნება ეფექტიანობა გაზრდილი რეგიონების მართულებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×