რეზონანსი
07.04.2025

ყველა ადამიანი, რომელიც პოლიტიკაშია ჩართული, უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ მისმა საქმიანობამ ამა თუ იმ ფორმით, ხანგრძლივი ვადით დატოვოს რაიმე კვალი ქვეყნის განვითარებაზე და იმედი მაქვს, ამ ყველაფერში ჩემს წვლილს შევიტან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ნებისმიერი მიზნის მიღწევა შესაძლებელია თანმიმდევრული პოლიტიკით.

„ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც პოლიტიკაში არის ჩართული, რომ მისმა საქმიანობამ კონკრეტული კვალი დაატყოს ქვეყნის განვითარებას. მოვლენები დინამიკურად ვითარდება და ჯერ ცნობილი არ არის, საით წავა პროცესები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მიზნის მიღწევა არის შესაძლებელი თანმიმდევრული პოლიტიკისა და მოთმინების პირობებში, მათ შორის, რაც არის ჩვენი მთავარი ოცნება – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ესეც არის რეალური, თუ ჩვენ გამოვიჩენთ მოთმინებას და თანმიმდევრულად გავყვებით ჩვენს პოლიტიკას. სხვადასხვა ფაქტორზე იქნება ამ საკითხის გადაჭრა დამოკიდებული, თუმცა მოთმინებითა და სწორი პოლიტიკით ყველაფერი არის შესაძლებელი. მე თუ შევძლებ, რომ პატარა აგური დავდო ამ საქმეში, ვიქნები უბედნიერესი. 

საბოლოო ჯამში, ყველა ადამიანი, რომელიც პოლიტიკაშია ჩართული, უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ მისმა საქმიანობამ ამა თუ იმ ფორმით, ხანგრძლივი ვადით დატოვოს რაიმე კვალი ქვეყნის განვითარებაზე და იმედი მაქვს, ამ ყველაფერში ჩემს წვლილს შევიტან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×