
აქტივისტი მაია მაჭარაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა მეგობარმა, ანანო სტარკ სამუშიამ გაავრცელა. ამ ეტაპზე უცნობია მაია მაჭარაშვილის გარდაცვალების მიზეზი. მეგობრების თქმით, ეჭვი გულის შეტევაზე ან ანევრიზმაზე აქვთ, თუმცა ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
"არ ვიცი, რა მოხდა, სახლში მოვედი და გარდაცვლილი დამხვდა.
ჩემთან ცხოვრობდა და უბრალოდ ვერ ვიჯერებ რომ ხვალ გავიღვიძებ და იგივე რეალობა დამხვდება და მაიკო აღარ იქნება აქ. მთელი საღამოა ველოდები რომ მოვა სახლში და მოვუყვები რა სიგიჟე გადაგვხდა თავს...
სასწრაფოს მოსვლამდე გულის მასაჟს ვუკეთებდი. როგორ მჯეროდა რომ ცოცხალი იყო და იმაზე ვფიქრობდი, რამდენჯერ წამოვაძახებდი, ასე რომ მანერვიულა.
არ ვიცი ასე როგორ დამთავრდა ყველაფერი,“ - წერს ანანო სტრკ სამუშია სოციალურ ქსელში.