რეზონანსი
06.04.2025

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთი მუდმივი დაბომბვებით სამშვიდობო მოლაპარაკებების შეთავაზებას დასცინის.

„უკრაინაში ეროვნული გლოვის ამ დღეს, ჩემი ფიქრები იმ ბავშვებთან და ყველა სამოქალაქო მსხვერპლთანაა, რომლებიც რუსეთის სასიკვდილო დარტყმების შედეგად დაიღუპნენ", - წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინა უპირობოდ დათანხმდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას, მაგრამ რუსეთი იმავე ინტენსივობით აგრძელებს ომს.

„რუსული თავდასხმები უნდა დასრულდეს. საჭიროა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა რაც შეიძლება, სწრაფად. ასევე გვჭირდება გადამჭრელი ზომების მიღება, თუ რუსეთი განაგრძობს დროის მოგების მცდელობას და ზავზე უარის თქმას. კიდევ რამდენ ხანს დასცინებს რუსეთი აშშ-ისა და უკრაინის სამშვიდობო შეთავაზებებს, და პარალელურად ბავშვებისა და სხვა სამოქალაქო პირების მკვლელობის განაგრძობს?", - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×