რეზონანსი
06.04.2025

მოცემულობა იყო ამორფული, როდესაც აქტიური აგენტი ზურაბიშვილი, პასიურ აგენტ სააკაშვილის დიდი ბანერის ფონზე ცდილობდა არარსებული გეგმის პრეზენტაციას, რაც ისევ უგეგმობაში გადაიზარდა საბოლოო ჯამში და სტვენით და შეძახილებით გააცილეს იქიდან ეს ქალბატონი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის აქციაზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე საუბრისას.

„რადიკალური ოპოზიციის სრულიად უუნარობის ამსახველი, დამამტკიცებელი, არგუმენტებით გაჯერებული სცენები იხილა საზოგადოებამ და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოში რადიკალიზმს არანაირი გასაქანი არა აქვს", - განმარტა მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილმა ასევე ისაუბრა აქციაზე გამოყენებულ პიროტექნიკაზე და უცხო ქვეყნების ელჩების მხრიდან ძალადობის წახალისებაზე.

„არ შეიძლება არ გააპროტესტო ძალადობა. დონორები, რომლებიც აფინანსებენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას, ამ დონერების უკან მდგომი კონკრეტული ქვეყნის საელჩოები როდესაც სდუმან, ისინი ახალისებენ ამით საქართველოში ექსტრემიზმს და ეს არის ძალიან კარგი დასტური იმისა, რომ სამწუხაროდ ჩვენი ზოგიერთი პარტნიორი ევროპაში, არ იქცევა კეთილსინდისიერად საქართველოსთან მიმართებით", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×