რეზონანსი
06.04.2025

არსებული ინფორმაციით, დღეს, რამდენიმე საათის წინ დიდუბის რაიონში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიან კორპუსში, ლიფტი ჩავარდა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც ლიფტის მგზავრები სოციალურ ქსელში წერენ, ლიფტმა ავარიული მოძრაობა 22-ე სართულიდან დაიწყო.

„მირცხულავას მეშვიდე კორპუსში ლიფტი ჩავარდა შიგნით 5 კაცი ვიყავით... სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში, რაღაც დამჭერმა მექანიზმებმა ჩამოგვიყვანა 22-ე სართულიდან ტორმუზებით, ბეწვზე გადავრჩით 5 ადამიანი" - წერს ერთ-ერთი მოქალაქე. მისი თქმით, ინციდენტი m2-ის მეშვიდე ბლოკში მოხდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით მათთან შეტყობინება არ შესულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×