რეზონანსი
06.04.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ პოლიციამ გამოცემა „ინდიგო"-ს ჟურნალისტი საბა სორდია დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, საბა სორდია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი) გულისხმობს.

„ინდიგო"-ს აღმასრულებელი დირექტორის ნატა ძველიშვილის ინფორმაციით, საბა სორდია დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ცნობილია, რომ ამჟამად ჟურნალისტს ადვოკატი ხვდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×