რეზონანსი
06.04.2025

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ გამოცემა „ინდიგო"-ს ჟურნალისტი საბა სორდია დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინდიგო"-ს აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, პრესსამსახურში უთხრეს, რომ სორდია დაკავებულია პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

„გადაყვანილია დიღმის იზოლატორში. ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ველოდებით, რომ ადვოკატი შევიდეს და გავიგოთ, რა მოხდა. მეგობრებს უნდა შეხვედროდა, მათ ნახეს საბას კუთვნილი დაგდებული სკუტერი და ასე გავიგეთ მისი დაკავების ამბავი",- წერს ნატა ძველიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×