რეზონანსი
06.04.2025

Georgian Airways-ი რუსეთის მიმართულებით ახალ რეისს ამატებს - თამაზ გაიაშვილმა ამის შესახებ რუსულ მედიასთან ისაუბრა. ქართული ავიაკომპანია ზაფხულიდან თბილისსა და ეკატერინბურგს შორის ფრენებს დაიწყებს. ფრენების ზუსტი განრიგი ჯერ უცნობია და ჯერჯერობით არც ბილეთები იყიდება კომპანიის ვებგვერდზე.

ამჟამად ეკატერინბურგიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი დაფრინავს.  Georgian Airways-ი კი რეისებს თბილისიდან მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგისა და ნოვოსიბირსკის მიმართულებით ასრულებს.

მედიის ცნობით, უახლოეს მომავალში Red Wings ფრენებს დაიწყებს უფადან ბათუმში, ნიჟნი ნოვგოროდიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით, ასევე Mineralnye Vody-დან ბათუმის მიმართულებით. რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების საერთო რაოდენობა თვეში 400 რეისს აჭარბებს.

შეგახსენებთ, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 2023 წლის 19 მაისს, პუტინის გადაწყვეტილებით აღდგა, რასაც დასავლეთის მხრიდან კრიტიკა, უკრაინის მხრიდან კი გაიაშვილის დასანქცირება მოჰყვა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×