რეზონანსი
05.04.2025

ლა ლიგის 30-ე ტურის დაპირისპირებაში გიორგი მამარდაშვილმა მე-13 წუთზე „ვალენსიას“ კარში დანიშნული პენალტის დროს ვინისიუს ჟუნიორის დარტყმული ბურთი მოიგერია.

მამარდაშვილმა კიდევ რამდენჯერმე გადაარჩინა გუნდი – პირველ ტაიმში კილიან მბაპეს და ფრანის შეტევებს გადაეღობა, ხოლო შესვენების შემდეგ ჯუდ ბელინგემსა და ფედერიკო ვალვერდეს არ გაატანინა (სულ მატჩის განმავლობაში მამარდაშვილს 8 მოგერიება ჰქონდა).

ანალიტიკურმა პორტალებმა ქართველი მეკარე გამოარჩიეს და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს – Whoscored-მა ქართველი მეკარის თამაში 8.4 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მა და Flashscore-მა – 8,5 ქულით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×