რეზონანსი
05.04.2025

უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ რუსული კლუბები და ნაკრებები არ იქნებიან დაშვებული ორგანიზაციის ეგიდით გასამართ ტურნირებზე იქამდე, სანამ არ დასრულდება რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში.

„რაც შეეხება რუსული გუნდების უკან მიღებას, უკვე ბევრჯერ ვთქვი ამ თემაზე და შემიძლია გავიმეორო მათთვის, ვისაც ამ საკითზე ეჭვები გააჩნია. როცა დასრულდება კონფლიქტი, ისინი დაბრუნდებიან“, – განაცხადა უეფა-ს პრეზიდენტმა.

რუსეთის ნაკრები და რუსული კლუბები ჩამოცილებულნი არიან საერთაშორისო ტურნირებს 2022 წლის თებერვლიდან, როცა რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×