რეზონანსი
05.04.2025

ღონისძიებაზე, სადაც გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საქართველოს ისტორიაში მონასტრის როლზე ისაუბრა. როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, მეფე დავით აღმაშენებლის მიერ აშენებული გელათის მონასტერი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა.

„წელს საქართველოში აღინიშნება წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლისთავი და მოგეხსენებათ, რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა წმინდა მეფე საქართველოს გაერთიანებას, გამთლიანებას. ამდენად, მის მიერ აშენებული გელათის მონასტერი არის სიმბოლო გაერთიანებული საქართველოსი, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქართული საზოგადოების“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ორგანიზებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამების საანგარიშო ღონისძიება გაიმართა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×