რეზონანსი
05.04.2025

ჩვენთვის გარკვეულწილად საინტერესოც შეიძლება იყოს ოპოზიციის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო მძიმედ დამარცხდებიან ისინი, ვიდრე დამარცხდნენ თუნდაც წინა საპარლამენტო არჩევნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღევანდელი კვლევების თანახმად, „ქართული ოცნების" რეიტინგი კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული.

„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შეგვიძლია იმაზე მაღალი შედეგის მიღებაც კი, ვიდრე მივიღეთ საპარლამენტო არჩევნებში. დღევანდელი კვლევები ამაზე მიუთითებს. დღევანდელი კვლევების თანახმად, ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული. დანარჩენი არის ოპოზიციის საქმე. ასეც და ისეც ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის 64-ვე მუნიციპალიტეტში. ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მთელი ქვეყნის მასშტაბით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×