რეზონანსი
04.04.2025

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია საქართველოში საფრანგეთის ელჩის შერაზ გასრის განცხადებას აფასებს, რომელმაც პოლიციელებზე თავდამსხმელები „უსამართლოდ დაკავებულ პატიმრებად" მოიხსენია და განაცხადა, რომ რომ საქართველოში „კრიზისია". მისი თქმით, ელჩის განცხადება არადიპლომატიური და დესტრუქციულია.

„ასეთი პოლიტიკური განცხადება და კიდევ ერთხელ ღიად, თავხედურად და ნათლად ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში იმ საკითხზე, სადაც პირდაპირ იკითხება ის ორმაგი სტანდარტი და ის უსამართლო მიდგომა, რასაც საქართველო შეეჩვია განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, უბრალოდ, მინიმუმ რომ ვთქვათ, არადიპლომატიური და დესტრუქციულია“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×