რეზონანსი
04.04.2025

ჩინეთმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე 34%-იან, საპასუხო ტარიფებს დააწესებს, - ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საპასუხო ტარიფები 10 აპრილიდან შევა ძალაში.

„აშშ-ის ეს პრაქტიკა არ შეესაბამება საერთაშორისო სავაჭრო წესებს, სერიოზულად უთხრის ძირს ჩინეთის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს და ტიპური ცალმხრივი ბულინგის პრაქტიკაა", - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ყველა სახის ჩინურ საქონელზე დამატებითი 34%-იანი ტარიფები გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×