რეზონანსი
04.04.2025

ზუსტად ისევე უნდა გავუფრთხილდეთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, როგორც ვუფრთხილდებით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ქვეყნის დამოუკიდებლობის და სახელმწიფო სუვერენიტეტის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი.

„სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი და ატრიბუტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ სასამართლოს დამოუკიდებლობას უნდა გავუფრთხილდეთ ზუსტად ისე, როგორც ვუფრთხილდებით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს. არავითარი განსხვავება არ არის ამ კუთხით. ზუსტად ისევე უნდა გავუფრთხილდეთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, როგორც ვუფრთხილდებით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის წინაშე. მთავრობა არის მზად, მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოს სასამართლო ხელისუფლებას. იქნება ეს ფინანსური, მატერიალური კუთხით, გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა ამ საკითხებთან დაკავშირებით და მაქსიმალური გულისხმიერებით მოვეკიდებით თითოეულ საკითხს, რომელიც დაისმება სასამართლო ხელისუფლების მხრიდან. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა კიდევ მეტად განვამტკიცოთ სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რომ ემსახურებით სახელმწიფოს, იმისათვის, რომ ემსახურებით სამართალს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ მიერ გაწეული და მომავალში გასაწევი საქმიანობისთვის. თქვენზე დგას ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცება და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გვექნება მუდმივი პროგრესი ამ მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×