
დონალდ ტრამპი საფრანგეთის მთავრი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერის დაკავებას ეხმიანება, მისი თქმით, ესაა "კუდიანებზე ნადირობა" და კიდევ ერთი მაგალითი "თუ როგორ იყენებენ ევროპელი მემარცხენეები კანონს თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად". ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ აშშ-ევროპის ურთიერთობა როგორც ჩანს თანდათან უარესდება და არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი დიდ ეკონომიკურ ომში გადაიზარდოს.
"ეს ყველაფერი იქამდე მივა, რომ პირველი რაც უკვე მოხდა, სატარიფო ომის ერთ-ერთ წინა ხაზზე აღმოჩნდა ევროკავშირი, მეორე ის იქნება, რომ თუ ევროკავშირმა საპასუხო ზომები მიიღო, ვაშინგტონს არაფერი გააჩერებს, რომ კიდევ უფრო გაზარდოს ტარიფები, ეკონომიკურ ომს გამოუცხადებს და დიდი ალბათობით, ტრამპი კიდევ უფრო მწვავედ მოსთხოვს, რომ ევროპის ქვეყნებმა ნატოს საერთო ბიუჯეტისთვის თავდაცვაზე ხარჯები გაზარდონ",- განაცხადა "რეზონანსთან" გია აბაშიძემ. ფიქრობს, რომ "ტრამპთან გაძალიანება" უკუშედეგს გამოიღებს.
რამდენიმე დღის წინ, პარიზის სასამართლომ საფრანგეთის მემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების" ლიდერი, მარინ ლე პენი და რვა ევროპარლამენტარი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ლე პენის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ამას ეხმიანება ტრამპი, სადაც ამბობს, რომ "ლე პენის წინააღმდეგ „კუდიანებზე ნადირობა" კიდევ ერთი მაგალითია, როგორ იყენებენ ევროპელი მემარცხენეები კანონს თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად და მათი პოლიტიკური ოპონენტის ცენზურის მიზნით, რაც, ამჯერად, ამ ოპონენტის ციხეში ჩასმამდე მიდის".
ტრამპის მტკიცებით, კორუმპირებული ადვოკატები და პოლიტიკოსები მასაც იგივე მეთოდით ებრძოდნენ.
„ეს არის იგივე „სახელმძღვანელო", რომელიც ჩემს წინააღმდეგ გამოიყენა შეშლილთა და დამარცხებულთა ჯგუფმა, როგორიცაა ნორმა ეიზენი, ენდრიუ ვაისმანი და ლიზა მონაკო. ისინი ბოლო ცხრა წლის განმავლობაში სხვაზე არაფერზე ფიქრობდნენ და მარცხი განიცადეს, რადგან შეერთებული შტატების ხალხი მიხვდა, რომ ისინი მხოლოდ კორუმპირებული ადვოკატები და პოლიტიკოსები იყვნენ", -წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტი არ ეთანხმება მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოტენილ განაჩენს და აცხადებს რომ მთელი დანაშაული „ბუღალტრული შეცდომაა".
„არ ვიცნობ მარინ ლე პენს, მაგრამ ვაფასებ, რამდენს შრომობდა ამდენი წლის განმავლობაში. მარცხდებოდა, მაგრამ განაგრძობდა და ახლა, მოსალოდნელი დიდი გამარჯვების წინ, ისინი მას დევნიან მცირე ბრალდებით, რომლის შესახებ, ალბათ, არაფერი იცოდა - ეს "ბუღალტრულ" შეცდომად მეჩვენება. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია საფრანგეთისთვის და დიდი ფრანგი ხალხისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მხარეს არიან ისინი. თავისუფლება მარინ ლე პენს!"- წერს ტრამპი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ აშშ- ევროკავშირის ურთიერთობა შესაძლოა მწვავე ეკონომიკურ ომში გადაიზარდოს.
"საფრანგეთის მართლმსაჯულებაზე ტრამპის განცხადების გარდა, ასევე ვიცე-პრეზიდენტ ვენსის ინტერვიუ იყო, სადაც მან აღნიშნა, რომ უმნიშვნელო დანაშაულზე პოპულარული ოპოზიციური ლიდერის დაკავება არ წარმოადგენს დემოკრატიას. მით უმეტეს, ეს დანაშაული არა უშუალოდ ლე პენმა, არამედ მისმა თანამშრომლებმა ჩაიდინეს. ვაშინგტონის უმაღლესი ხელისუფლებიდან ასეთი ძლიერი შემოლაწუნება, მეტყველებს თუ რა საბრალო მდგომარეობაშია ევროკრატიის მიერ დამონებული მართლმსაჯულება.
"ამას მხოლოდ ამერიკელები კი არა, უამრავი ევროპელი პოლიტიკური აქტორიც ამბობს - ულტრამემარცხენეები ცდულობენ, რომ ჩაახშონ პოპულარული ლიდერები იყენებენ ყველაფერს და განსაკუთრებით სასამართლოებს, რომ არჩევნების შედეგები გააუქმონ, რომ გაასამართლონ ლიდერები, დევნონ პოლპულარული ოპოზიციური პარტიები. ვენსი ევროპული ე.წ. დემოკრატიის ერთ-ერთი აქტიური კრიტიკოსია, ეს მან არაერთხელ აღნიშნა რუმინეთზე, გერმანიაზე და ახლა უკვე საფრანგეთზე.
"ეს ყველაფერი იქამდე მივა, რომ პირველი რაც მოხდა უკვე სატარიფო ომის ერთ-ერთ წინა ხაზზე აღმოჩნდა ევროკავშირი. მეორე ის იქნება, რომ თუ ევროკავშირმა საპასუხო ზომები მიიღო, ვაშინგტონს არაფერი გააჩერებს, რომ კიდევ უფრო გაზარდოს ტარიფები, ეკონომიკურ ომს გამოუცხადებს და დიდი ალბათობით, ტრამპი კიდევ უფრო მწვავედ მოსთხოვს, რომ ევროპის ქვეყნებმა ნატოს საერთო ბიუჯეტისთვის თავდაცვაზე ხარჯები გაზარდონ, ამას ტრამპი პირველი ვადიდან ამბობს და მუდმივად იმეორებს.
"იმის წარმოჩენა ხდება, რომ თითქოს მაკრონი ძლევამოსილი ლიდერია, არადა მეხუთედი მხარდაჭერაც არ აქვს. ასევე მითია, რომ ის ევრობლოკთან ერთად რაღაც გლობალურ მოთამაშეს წარმოადგენს. ევროკავშირი მხოლოდ ფინანსური გავლენიანი ორგანოა, რომელსაც შეუძლია ცალკეული ქვეყნები მართოს, მათ შორის ფსევდოლიბერალური ხელისუფლებები ევროპაში, მაგრამ გლობალურ დონეზე არანაირი სამხედრო-პოლიტიკური გავლენა არ აქვს. ბოლო ათწლეულია ევროქვეყნები წარმოადგენდნენ მისაბმელს ლოკომოტივ აშშ-სთვის.
"ტრამპთან გაძალიანება არის უაზრო, სხვადასხვა ქვეყნებმა ამ მწვავე სატარიფო პოლიტიკის შემდეგ გადახედეს თავიანთ ეკონომიკურ პოლიტიკას და ცდილობენ, რომ ვაშინგტონთან გარკვეულ დათბობას მიაღწინ ეკონომიკური კუთხით",- განადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".