რეზონანსი
04.04.2025

ჩვენ ძალიან გავამკაცრეთ ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში მიდგომა და ვპირდებით მათ, რომ დაუნდობლები ვიქნებით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა.

„ჩვენ ძალიან გავამკაცრეთ მიდგომა თვითონ ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში და შეიძლება უვადო პატიმრობითაც კი დაემუქრონ. მათ ვპირდებით, რომ დაუნდობლები ვიქნებით, რეალიზატორებს ვგულისხმობ კონკრეტულად. ხოლო, რაც შეეხება თვითონ ნარკომომხმარებლებს, რა თქმა უნდა, მათ სჭირდებათ გვერდში დგომა, მათ სჭირდებათ თანადგომა, მათ სჭირდებათ ძალიან ბევრი ტიპის პროგრამის შეთავაზება, რაც დააძლევინებს მათ იმას, რომ თავი დააღწიონ ამ ყველაფერს. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ", - განაცხადა მაჭავარიანმა.

პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ითვალისწინებს. მკაცრდება მიდგომა ნარკორეალიზატორების მიმართ. ანტინარკოტიკული რეფორმის ფარგლებში მომზადებული ცვლილებების მიზანს დეპუტატები კიდევ ერთხელ განმარტავენ და აცხადებენ, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შედეგად წარმოშობილი პრობლემები უნდა აღმოიფხვრას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×