რეზონანსი
04.04.2025

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი კაია კალასი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი თავიდან აიცილებს აშშ-თან ტარიფების გამო სავაჭრო დაპირისპირებას. ამის შესახებ კალასმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი და აშშ მოკავშირეები არიან.

„სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არიან. ეს ტარიფები არ არის დადებითი გადაწყვეტილება. ისეთი მოკავშირეები, როგორიც ვართ ჩვენ და აშშ, თუ იწყებენ სავაჭრო ომს, მტრები ამას აკვირდებიან", - აღნიშნა კალასმა.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ შესაძლებელი იქნება დაპირისპირების გაღრმავების თავიდან აცილება.

„ახლა ჩვენ სავაჭრო მოლაპარაკებების იმედი გვაქვს, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ვიპოვოთ დადებითი გამოსავალი ამ სიტუაციიდან, მაგრამ ასევე მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ინტერესები", - განაცხადა კალასმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×