რეზონანსი
04.04.2025

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ფიქრობს, რომ ილონ მასკი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას „რამდენიმე თვეში“ დატოვებს.

როგორც ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, სურს, ილონ მასკი თანამდებობაზე „რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს “, თუმცა, აღნიშნა, რომ „დადგება მომენტი, როდესაც მას მოუწევს წასვლა“, ნაწილობრივ იმ კომპანიების გამო, რომელთაც ის ხელმძღვანელობს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენ ხანს ელოდება, რომ მასკი იმუშავებს მის ადმინისტრაციაში, ტრამპმა უპასუხა: „იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ისურვებს“. ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, მასკი თანამდებობას, სავარაუდოდ, „რამდენიმე თვეში“ დატოვებს.

ამასთან, მანამდე მსგავსი განცხადება გააკეთა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Newsmax-თან ინტერვიუში, სადაც აღნიშნა, რომ მასკი თანამდებობაზე უსასრულოდ არ დარჩებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×