რეზონანსი
03.04.2025

 „რუსეთი და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო ისედაც დასანქცირებულნი არიან, ტარიფებიც მათზე სწორედ ამიტომ არ ვრცელდება", - განმარტავს თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი, ჯასმინ რაითი.

ტრამპის მიერ სპეციალური სავაჭრო ტარიფები შტატების პარტნიორ 180 ქვეყანას დაუწესდა, სიაში მხოლოდ რუსეთი, ბელარუსი, კუბა და ჩრდ. კორეა არ არიან.

რაითის თქმით, აშშ ამ ქვეყნებთან ბოლო წლებში ისედაც მკვეთრად შეზღუდული სავაჭრო ურთიერთობით შემოიფარგლება.

მეორე მხრივ, აშშ მძიმე ემბარგოებითა და სანქციებით ურთიერთობს ირანთან და სირიასთანაც, თუმცა პირველ მათგანს - 10%-იანი, ხოლო მეორეს 40%-იანი სატარიფო გეგმა შეეხო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×