რეზონანსი
03.04.2025

ხუთშაბათს "ოპეკი პლუსის" წევრმა რვა ქვეყანამ გამოაცხადა ახალი გეგმა მკვეთრად დააჩქაროს ნავთობის მოპოვების ზრდის ტემპი. მაისიდან, ორგანიზაციის ძირითადი წევრები, მათ შორის საუდის არაბეთი, რუსეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი და ერაყი, გაზრდიან მიწოდებას დღეში 411 000 ბარელით. ეს  რეკორდული რაოდენობაა 2020 წლის შემდეგ, როდესაც "ოპეკი პლუსი" დაუბრუნდა ბაზარზე პანდემიის კრიზისის დროს ამოღებულ მოცულობას. აღსანიშნავია, რომ წარმოების მოცულობა 3-ჯერ მეტი იქნება "ოპეკი პლუსის" საწყის გეგმაზე.

მთლიანობაში, წარმოების ზრდამ უნდა შეადგინოს 2,2 მილიონი ბარელი დღეში. ახალი ჭარბი რაოდენობა, ნავთობის ფასებს, რომელიც უკვე დაზარალდა ტრამპის ტარიფებით, კიდევ უფრო დააგდებს. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე "ბრენტის" ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე 5%-ზე მეტით დაეცა და ბარელზე 70 დოლარზე დაბლა ჩამოვიდა. 

თუ "ოპეკს" სურდა ნავთობის ფასების დაწევა, როგორც ამას ტრამპი ითხოვდა, ამაზე უკეთესი დროის შერჩევა შეუძლებელი იყო. ბაზრებს უკვე ეშინიათ გლობალური რეცესიის და ტრამპის "სატარიფო ცუნამის". ამიტომ ბაზარზე მიწოდებულმა ყოველმა დამატებულმა ბარელმა ამ პირობებში შეიძლება დიდი პანიკა გამოიწვიოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×