რეზონანსი
03.04.2025

დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების გამოცხადების შემდეგ, რომელიც გლობალურ ბაზარზე შოკის ტალღებს იწვევს, უოლ სტრიტზე აქციები მკვეთრად დაეცა. დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალო მაჩვენებელი, რომელიც აშშ-ის 30 უმსხვილეს კომპანიას ადევნებს თვალს, 1137 პუნქტით დაეცა.

"ბლუმბერგმა" გამოთვალა, რომ დღევანდელი ვაჭრობის დასაწყისში S&P 500 ინდექსმა დაახლოებით 1.7 ტრილიონი დოლარი დაკარგა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ აშშ ყველა ქვეყანას საპასუხო ტარიფებს დაუწესებს.

აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფები შემდეგნაირად გამოიყურება: ევროკავშირი 20%, ვიეტნამი 46%, ტაივანი 32%, იაპონია 24%, ინდოეთი 26%, სამხრეთ კორეა 25%, ტაილანდი 36%, ჩინეთი 34% და ა.შ.

„აშშ ვერ გააგრძელებს ეკონომიკური დათმობის ცალმხრივ პოლიტიკას. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ხალხზე და უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ხალხზე უნდა ვიზრუნოთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×