რეზონანსი
03.04.2025

საქართველოს მისამართით საფრთხეები შეიძლება გაიზარდოს, ეკონომიკურ საფრთხეებს, სამხედრო ინტერვენციას და რაიმე ულტიმატუმებს პრაქტიკულად გამორიცხავ, მაგრამ ეს იქნება იგივე სანქციების და იძულებითი მათრახის პოლიტიკის გაგრძელება, როგორსაც აკეთებდა ბრიუსელი და ვაშინგტონი ერთად, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა „დიფ სთეითზე“ საუბრისას.

„ვაშინგტონი შეიძლება ახლა პირდაპირ ისე ჩართული აღარ იყოს, მაგრამ ეს ორჭოფობა, ეს დამოკიდებულება, რომ თითქოს აქ არაფერი არ ხდება, თითქოს საქართველო მანამდე არ იყო უთანასწორო ბრძოლაში, როგორც დავითი და გოლიათი იმ „დიფ სთეითთან“, რომელიც მართავდა და რომელზეც ლაპარაკობდა თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია.

ბოლო ხანს მათ ეს მიმართულება შედარებით გადადეს. უფრო სხვა პრობლემების მოგვარება რომ დაეწყოთ მათ, შეიძლება ეს გასაგებიც ყოფილიყო, მაგრამ ის სხვა პრობლემები პრობლემებად რჩება და პლუს ზედ დაემატა ახლა ეს სატარიფო ომი, რომელიც უფრო ღრმაა და ეს პოლიტიკაზეც იქონიებს გავლენას. არ არის გამორიცხული, რომ რაღაც გარკვეული სამხედრო დაპირისპირებაც წარმოიშვას ამ ნიადაგზე“, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×