რეზონანსი
03.04.2025

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს ევროკავშირს, დაიწყოს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი.

ამის შესახებ მარგუს ცაჰკნმამ ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ესტონეთმა ათობით პირის წინააღმდეგ დააწესა პერსონალური სანქციები, ეროვნული სანქციები, მათ შორის ივანიშვილისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. ასევე, ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი. ეს შეიძლება იყოს განხილული. ამას სჭირდება 15 წევრი სახელმწიფოს თანხმობა, რომ დაიწყოს ეს პროცესი, სკრინინგი და მოვთხოვოთ რეჟიმს, შეცვალოს ქცევა“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×