რეზონანსი
03.04.2025

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ბიზნესის დატერორებასთან „თი-ბი-სი“ ჯგუფის ხელმძღვანელის მამუკა ხაზარაძის უშუალო შეხებაზე ისაუბრეს დღეს 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ლისის ტბის ყოფილი მფლობელის რამაზ ახვლედიანის საქმე განიხილეს, რომელსაც რეჟიმის დროს საკუთარი ბიზნესის მამუკა ხაზარაძის სასარგებლოდ დათმობა აიძულეს.

დაზარალებულის მხრიდან ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა გასული საუკუნის 90-იან წლების დროს გავრცელებული ტერორის ფორმა გაიხსენა და ხაზარაძეც ამ კონტექსტში ახსენა, როცა რამაზ ახვლედიანს მიმართა. „გამოდის, რომ მხედრიონ-გვარდიას გადაურჩით, კეზერაშვილ-ხაზარაძეს კი - ვერა!" - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×