რეზონანსი
02.04.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის შიდა წრეს, მათ შორის კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი უახლოეს კვირებში გადადგება.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებას ტრამპის ამდინისტრაციასთან დაახლოებულმა სამმა წყარომ ანონიმურობის პირობით განუცხადა, პრეზიდენტი კმაყოფილია ილონ მასკისა და მისი დეპარტამენტის მუშაობით, თუმცა ბოლო დღეებში ორივემ გადაწყვიტა, რომ დროა, მასკი ბიზნესს დაუბრუნდეს და საკუთარ თავზე მხარდამჭერი როლი აიღოს.

ადამინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა „პოლიტიკოსთან“ საუბარში თქვა, რომ მასკი სავარაუდოდ შეინარჩუნებს მრჩევლის არაფორმალურ როლს და გააგრძელებს თეთრ სახლში ზოგჯერ გამოჩენას.

„პოლიტიკოს“ წყაროების ცნობით, მასკის წასვლა სავარაუდოდ დაემთხვევა მისი „სპეციალური სახელმწიფო მოხელის“ სტატუსის 130-დღიანი ვადის ამოწურვას. აღნიშნული სტატუსი მას დროებით ათავისუფლებს ზოგიერთი ეთიკური ნორმისგან და ინტერესთა კონფლიქტის წესებისგან. 130-დღიანი პერიოდი მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში იწურება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×