რეზონანსი
02.04.2025

„რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" (RFE/RL) პრაღის სათავო ოფისის თანამშრომლების ნაწილი დროებით უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელ „იქსში" „რადიო თავისუფლების" ხელმძღვანელი სტივენ კაპუსი წერს.

მისი ცნობით, დაპირების მიუხედავად, მედიასაშუალებას ამ დრომდე არ მიუღია აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოსგან კონგრესის მიერ ავტორიზებული დაფინანსება.

„ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" საამაყო ისტორიაში. ჩვენ იძულებულები ვართ, უხელფასო შვებულებაში გავუშვათ პერსონალის დიდი ნაწილი. დაპირების მიუხედავად, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო განაგრძობს კონგრესის მიერ დამტკიცებული საოპერაციო დაფინანსების დაკავებას. ჩვენ ცოცხლები ვართ, ვემსახურებით აუდიტორიას შემცირებული პერსონალითა და დაფინანსებით", - წერს „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" პრეზიდენტი.

„რადიო თავისუფლებას", „ამერიკის ხმას" და აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ სხვა მედიასაშუალებებს აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო ზედამხედველობს.

მანამდე, აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დროებით შეაჩერა „რადიო თავისუფლების" დახურვა. კერძოდ, აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" მოთხოვნა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება დროებით შეაჩერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×