რეზონანსი
02.04.2025

თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” გრძელდება. ბათუმის შემდეგ, ღონისძიება თბილისში, 3 აპრილს გაიმართება და ის “ფრილანსერების და ბიზნესის” თემატიკას დაეთმობა.

 „ფრილანსერობა” თანამედროვე სამუშაო კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა და მისი როლი ბიზნესგარემოში სულ უფრო იზრდება. “ხუთშაბათის შეხვედრაზე” სპიკერები განიხილავენ, როგორ თანამშრომლობენ “ფრილანსერები”  სხვადასხვა სფეროში მოქმედ ბიზნესებთან, რა გამოწვევებსა და შესაძლებლობებს აწყდებიან ისინი  და როგორ შეუძლიათ კომპანიებს “ფრილანსერების” პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება. სტუმრები გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, პრაქტიკულ რჩევებს და პერსპექტივას იმაზე, თუ როგორ შეიძლება წარმატებული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შექმნა.

“ხუთშაბათის შეხვედრის” სპიკერები იქნებიან:

ნიკუშა ანთაძე -  კრეატიული სააგენტო Q&A-ს თანადამფუძნებელი;

ირაკლი გრძელიშვილი - Sapioo-ს დამფუძნებელი და დირექტორი;

მარიამ ლორთქიფანიძე - Playmakers-ის მმართველი პარტნიორი

“ხუთშაბათის შეხვედრაზე” დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და აუცილებელია რეგისტრაციის წინასწარ გავლა: სარეგისტრაციო ბმული 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×