რეზონანსი
02.04.2025

რუსთავში შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თვითმხილველმა განუცხადა, 50 წლამდე ქალი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულებაში განგვიცხადეს, რომ პაციენტის მდომარეობა სტაბილურია და უტარდება შესაბამისი გამოკვლევები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×