რეზონანსი
01.04.2025

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის ევროკავშირში მომავალ გაწევრიანებას.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ახალი გაფართოებული შეთანხმების პროექტში არ არის ნახსენები ნატო.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული და ამერიკული გუნდები ამჟამად შეთანხმების ახალ პროექტზე მუშაობენ.

„რა თქმა უნდა, როცა ამ შეთანხმებაზე ვსაუბრობთ, ეს არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს მომავალ გაწევრიანებას ევროკავშირში. და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს ცალკე დოკუმენტი, არაფერი უნდა ეწინააღმდეგებოდეს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×