რეზონანსი
01.04.2025

სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე ხმაური იყო.

თვითმხილველების ინფორმაციით, ძაღლმა ბავშვს დაუყეფა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

ადგილობრივების განმარტებით, მათ ჰკითხეს, თუ რატომ ესროლა ძაღლს იარაღი, როცა შეეძლო სხვა მეთოდით მოეგერიებინა, რაზეც პოლიციელმა უთხრა, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში იმოქმედა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. დაშავებული ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მის მცირეწლოვან შვილებთან ერთად გადაადგილდებოდა გურამიშვილის გამზირზე, რა დროსაც ძაღლმა აგრესია გამოხატა მისი 6 წლის შვილის მიმართ.

„პოლიციის მაიორი შეეცადა, რომ მოეგერიებინა ძაღლი, რის გამოც იძულებული გახდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში სამსახურებრივი იარაღიდან განეხორციელებინა გასროლა. ძაღლი გადაყვანილია ვეტერინარულ კლინიკაში. ფაქტთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი რეაგირების ოქმი და მიმდინარეობს მოკვლევა", - აღნიშნავენ შსს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×