რეზონანსი
01.04.2025

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ გუშინ პარლამენტის შენობაზე თავდასხმის ფაქტს საელჩოები დაგმობენ. ამის შესახებ მან მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, რადიკალური ჯგუფების მიერ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა სწორედ კონკრეტული საელჩოებისგან არის წახალისებული.

„ცრუ მოლოდინს ნუ შევიქმნით, არანაირი დაგმობა არ მოხდება, რადგან კონკრეტული საელჩოები, კონკრეტული ელჩები რადიკალურ დაჯგუფებებს ახალისებენ. ბოლო თვეების და დღეების განმავლობაში რასაც ვხედავდით - პარლამენტის შენობაზე თავდასხმას, ეს არის ამ ადამიანების წახალისებული და გარედან დაფინანსებული", - აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით, საელჩოების მხრიდან მოველი დაგმობას, მით უმეტეს, ეს მოხდა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების" ორგანიზებულ აქციაზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×