რეზონანსი
01.04.2025

ევროკავშირი მზად იქნება, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის ტარიფების წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღოს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირის მიზანია, საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა.

„ჩვენი მიზანია მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა, მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ საჭირო გახდება, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს, ჩვენს ხალხს და ჩვენს კომპანიებს. ჩვენ არ გვსურს საპასუხო ზომების მიღება, მაგრამ თუ ეს აუცილებელი გახდება, გვაქვს ძლიერი გეგმა საპასუხო ქმედებებისთვის და მას აუცილებლად გამოვიყენებთ", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×