რეზონანსი
01.04.2025

Galt & Taggart - გალტ & თაგარტი თვის ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზს 5.0 %-დან 6.8%-მდე ზრდის. აღსანიშნავია, რომ თებერვლის მონაცემებით ქვეყანაში ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა, იანვრის 11.1%-იანი ზრდის შემდეგ. ამასთან, იანვარი- თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 9.4 პროცენტია.

2025 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ენერგეტიკა, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა.

Galt & Taggart-ის ზრდის პროგნოზის გადახედვა განპირობებულია მოსალოდნელზე მეტად ძლიერი ეკონომიკური ზრდით.

აღნიშნულის პარალელურად, Galt & Taggart-ი ინფლაციის პროგნოზს ამცირებს და მოელის, რომ 2025 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.7% იქნება (Galt & Taggart -ის წინა პროგნოზით 3.9%-იანი ინფლაცია იყო მოსალოდნელი).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×