
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნისმ დეპუტატა გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ბუნებრივი პოზიციაა ძალადობა, ფიზიკური დაპირისპირება, ომი, რეკეტი, მკვლელობა. მისი თქმით, „ნაცმოძრაობასა“ და მის ანასხლეტებს ერთადერთი რესურსი აქვთ – ერთმანეთს ეჩხუბონ.
„კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ბუნებრივი პოზიციაა ძალადობა, ფიზიკური დაპირისპირება, ომი, რეკეტი, მკვლელობა. ისინი ამბობენ, რომ სახელმწიფოს დაუპირისპირდებიან, ჩამოანგრევენ, ძალადობას მიმართავენ, ფიზიკურად დაიცავენ და ა.შ. ეს მათი ბუნებრივი პოზიციაა. „ნაცმოძრაობასა“ და მის ანასხლეტებს ერთადერთი რესურსი აქვთ, რომ ერთმანეთს ეჩხუბონ. პარლამენტსა და არჩევნებში წააგეს, საგარეო პოლიტიკაც და ქუჩაც წააგეს. ერთადერთი რაღაც დარჩათ – წარუმატებლობა ერთმანეთს დააბრალონ. ამაში „ნაცმოძრაობა“, ხუთი ნომერი ლიდერობს. მათი ერთადერთი რესურსია, ერთმანეთი დაჭამონ“, – განუცხადა "პირველ არხს" მაჭარაშვილმა.