რეზონანსი
01.04.2025

საპარლამენტო განხილვა იწყება კანონზე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წესდების, მიზნებისა და შემადგენლობის იდენტური პარტიების საქმიანობას კრძალავს. პროექტის მიღების პარალელური პროცესი იქნება საკონსტიტუციო სარჩელი, თუმცა მმართველი გუნდი ჯერ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას ელოდება.

ოპოზიციური პარტიები ინიციატივას უპერსპექტივოს უწოდებენ, "ქართული ოცნება" კი აცხადებს, რომ ასრულებს საზოგადოების დაკვეთას და წინასაარჩევნო დაპირებას.

"იქნება ეს სატელიტი პოლიტიკური ჯგუფი თუ იქნება პირდაპირ ლიდერი პოლიტიკური ჯგუფი, მათი საქმიანობიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ და არა რაღაც სახელწოდებების ცვლილებებს ავყვეთ. არ შეიძლება. ახალი "ნაცმოძრაობაა" თუ ძველი, შინაარსი და მათი სამოქმედო გეგმა არ იცვლება", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×