რეზონანსი
01.04.2025

გუშინ საქართველოს პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით - მოველი, საელაჩოების მხრიდან, შენობაზე თავდასხმის დაგმობას, მით უმეტეს, რომ ეს თავდასხმა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებულ აქციაზე მოხდა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც ის აცხადებს, ენჯეო „ადამიანის უფლებათა სახლი“, პარლამენტთან ძალადობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაში ჩართულ აქციების მონაწილეებს, დაკისრებული კანონიერი ჯარიმებისთვის თავის არიდებაში ეხმარება.

,,ორი დღის წინ, ჩეხეთის, გერმანიის, ნორვეგიის ელჩები და ბრიტანეთის და ჰოლანდიის საელჩოების წარმომადგენლები ესტუმრნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს ენჯეოთა გაერთიანებას „ადამიანის უფლებათა სახლს“, რომელიც, პროკურატურის გამოძიების თანახმად, ეხმარებოდა პარლამენტთან ძალადობაში ჩართულ აქციის მონაწილეებს, დაკისრებული კანონიერი ჯარიმებისთვის თავის არიდებაში, რაც, ამავე დროს, შემდგომი ძალადობისთვის კარტ-ბლანშის მიცემა და მისი წახალისებაა.

გუშინ საქართველოს პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით.

მოველი, ამ საელჩოების მხრიდან, პარლამენტის შენობაზე თავდასხმის დაგმობას. მით უმეტეს, რომ ეს თავდასხმა მათ მიერ დაფინანსებული ენჯეოების ორგანიზებულ აქციაზე მოხდა“, - წერს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×