რეზონანსი
31.03.2025

 "ხედავთ პოლიტიკური პარტიები ვერაფერს აკეთებენ, პრეზიდენტი ხომ საერთოდ - ვაცადოთ 8 აპრილამდე, შევიკრიბოთ და აღარ დავიშალოთ..." - პაატა ბურჭულაძე

შე­ვიკ­რი­ბოთ პარ­ლა­მენ­ტთან და აღარ და­ვი­შა­ლოთ, ვი­ყოთ ბო­ლომ­დე! არ შე­იძ­ლე­ბა ასე გაგ­რძე­ლე­ბა! , - ამის შე­სა­ხებ ოპე­რის მომ­ღე­რალ­მა , პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ რუს­თა­ველ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად და­მონ­ტა­ჟე­ბულ სცე­ნა­ზე მას შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რაც მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­მარ­თვა და­ას­რუ­ლა და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი და­ტო­ვა.

ბურ­ჭუ­ლა­ძემ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შე­მო­ერ­თე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"ჩვენ ვხე­დავთ, რომ ვკარ­გავთ ჩვენ ქვე­ყა­ნას და თა­ვი­სუფ­ლე­ბას. მალე ქვე­ყა­ნა არ გვექ­ნე­ბა და ვიქ­ნე­ბით, სა­დღაც გა­და­კარ­გულ­ში. ამი­ტომ, შე­მოვ­დი­ვარ წი­ნა­და­დე­ბით, ჩვენ უნდა ვი­მოქ­მე­დოთ. ხომ ხე­დავთ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი ვე­რა­ფერს აკე­თე­ბენ, პრე­ზი­დენ­ტი ხომ სა­ერ­თოდ, ამი­ტომ შე­მოვ­დი­ვარ წი­ნა­და­დე­ბით, ვა­ცა­ლოთ კი­დევ, 8 აპ­რი­ლამ­დე, შე­ვიკ­რი­ბოთ აქ და აღარ და­ვი­შა­ლოთ, ვი­ყოთ ბო­ლომ­დე! არ შე­იძ­ლე­ბა ასე გაგ­რძე­ლე­ბა! თუ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბი­ან ძა­ლი­ან კარ­გი, თუ არა­და ვი­ყოთ ჩვენ, სხვა გზა არ გვაქვს!", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

ამ დრო­ის­თვის, რუს­თა­ველ­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კვლავ რჩე­ბი­ან მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლა და­ას­რუ­ლა. რო­გორ შეკ­რე­ბი­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ისი­ნი დაშ­ლას არ აპი­რე­ბენ.

ამას­თან პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ნა­წილ­მა პარ­ლა­მენ­ტის უკა­ნა შე­სას­ვლელ­თან გა­და­ი­ნაც­ვლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×