რეზონანსი
31.03.2025

  "ურსულა ფონ დერ ლაიენმა სატელეფონო საუბრისას მითხრა, რომ სრული იდიოტი ვარ" - რობერტ ფიცო

ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას სრუ­ლი იდი­ო­ტი მი­წო­და. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, რო­ბერტ ფი­ცომ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, რო­ბერტ ფი­ცოს თქმით, ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტთან, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის მიერ ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­აღ­მდეგ ტა­რი­ფე­ბის და­წე­სე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავ­და, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში 2 აპ­რი­ლი­დან შევა.

„ურ­სუ­ლამ მკაც­რად მი­საყ­ვე­დუ­რა, ძა­ლი­ან მკაც­რად. რო­ბერტ, რა ჩა­ი­დი­ნე? რა­ტომ მო­ე­ლა­პა­რა­კე ტრამპს ასე? ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მსაყ­ვე­დუ­რობ­და და ამ­ბობ­და, რომ სრუ­ლი იდი­ო­ტი ვარ", - გა­ნა­ცხა­და რო­ბერ ფი­ცომ.

მისი თქმით, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის მიერ ტა­რი­ფე­ბის და­წე­სე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ფარ­გლებ­ში ბევრ სფე­როს და­ა­ზი­ა­ნებს.

„ტა­რი­ფე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა წევ­რს ტვირ­თად და­აწ­ვე­ბა და ევ­რო­პი­დან აშშ-ში პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტს გა­არ­თუ­ლებს", - აღ­ნიშ­ნა სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×