რეზონანსი
31.03.2025

 ქართველი მილიარდერის, მიხეილ ლომთაძის ყაზახურმა ფინტექ-კომპანია Kaspi.kz-მა ნიდერლანდებში დაფუძნებული Rabobank Group-ის თურქული შვილობილი ბანკი Rabobank A.Ş. შეიძინა.

Kaspi.kz-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში გარიგების ფინანსური დეტალების შესახებ ინფორმაცია არ არის, თუმცა, აღნიშნულია, რომ შეთანხმება ამ ეტაპზე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან დამტკიცებას საჭიროებს.

ეს უკვე მეორე შეთანხმებაა, რომელიც ყაზახურმა კომპანიამ თურქეთში ბოლო თვეებში გააფორმა. გასული წლის ოქტომბერში ლომთაძის კომპანიამ თურქული ტექნოლოგიური პლატფორმის, Hepsiburada-ს აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა.

ცნობისთვის, მიხეილ ლომთაძე Kaspi-ის აქციების 22.6%-ის მფლობელია. მასთან ერთად კომპანიის მთავარი აქციონერები არიან ვიაჩესლავ კიმი (21.4%) და Baring Funds-ი (24.7%). ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ლომთაძის ქონება $5.9 მილიარდს შეადგენს და ის საქართველოს უმდიდრესი ადამიანია, მსოფლიოში კი სიმდიდრით 582-ე ადგილს იკავებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×