რეზონანსი
31.03.2025

POLITICO-ს ინფორმაციით, ფრიდრიხ მერცის მომავალ კოალიციას სურს ზეწოლა მოახდინოს ევროკავშირზე, რათა უნგრეთს თანხების შეკავებას და ხმის უფლების შეჩერებას გადახედოს.

კერძოდ, გერმანიის მომავალი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული CDU/CSU ბლოკი და მათი სავარაუდო კოალიციური პარტნიორი, სოციალ-დემოკრატები (SPD) შეთანხმდნენ, რომ EU-სგან მოითხოვენ დაფინანსება და ხმის უფლება შეუჩეროს ისეთ წევრ ქვეყნებს, რომლებიც არღვევენ ძირითად პრინციპებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა.

POLITICO ამ ინფორმაციას კოალიციური შეთანხმების პროექტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელსაც გამოცემა თავად გაეცნო.

ამასთან, POLITICO წერს, რომ დოკუმენტებში უნგრეთი სახელობითად ნახსენები არ იყო, თუმცა შეთანხმების პროექტში აშკარად ის იგულისხმება, რადგან წლების განმავლობაში ქვეყანას დემოკრატიული ნორმების დარღვევაში, პრესის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შეზღუდვაში ადანაშაულებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×