რეზონანსი
31.03.2025

ყველა კანონპროექტი, რომელიც მიიღებს კანონის სახეს უკვე ძალიან მალე, იქნება მყარი გარანტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, კანონპროექტები მაქსიმალურად ზღუდავს გარე აგენტურის ჩარევას ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში.

„ყველა კანონპროექტი, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, დავაანონსეთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, ყველაზე მთავარი მიზნით, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის გამყარება და გამტკიცებისთვის. თითოეული კანონმდებლობის შინაარსი ლოგიკურ ბმაშია ერთმანეთთან. მაქსიმალურად ზღუდავს გარე აგენტურის ჩარევას ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში. ამყარებს კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და პირდაპირ პროპორციულად ყველა კანონპროექტი, რომელიც მიიღებს კანონის სახეს უკვე ძალიან მალე, იქნება მყარი გარანტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

მესამე მოსმენით პარლამენტი იმ კანონპროექტებს განიხილავს, რომლებიც უცხოურ გავლენასთან ბრძოლასა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება. სტანდარტები მედიისთვის, ამერიკული „ფარას“ ზუსტი ასლი, სამშობლოს ღალატის მუხლი, გენდერის ჩანაცვლება ქალისა და მამაკაცის თანასწორობით, ასევე გადაწყვეტილებებში „ენჯეოების“ ჩართულობის ვალდებულების გაუქმება. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ პროექტები პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×