რეზონანსი
31.03.2025

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ცოტა ხანში, ქართულ ბაზარზე ვიხილავთ ჩინურ მსხვილ ბანკებსაც, - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ჩინეთში ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ვიზიტს.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ ცოტა ხანში, ქართულ ბაზარზე ვიხილავთ უკვე ჩინურ მსხვილ ბანკებსაც, რომელიც კონკურენციას გაუწევს ადგილობრივ ბანკებს და რა თქმა უნდა ეს მომხმარებლებისთვის იქნება პირველ რიგში ყველაზე უფრო სარგებლიანი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, ჩინეთის ცენტრალურ ბანკსა და მსხვილ ბანკებთან შეხვედრები გამართა, გაფორმდა მემორანდუმიც. იყო შეხვედრები სხვადასხვა დელეგაციასთან. ოპოზიციაში ჩინეთთან ურთიერთობას პრობლემად წარმოაჩენენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×