რეზონანსი
31.03.2025

თუ ვინმემ საქართველო ყველაფრის ფასად დაიცვა, ეს ხელისუფლებაა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ხელისუფლებამ ქვეყანას ის უდიდესი უბედურება აარიდა, რომელიც ქვეყანას ელოდებოდა. მარტივად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა დღეში იქნებოდა საქართველო, ხელისუფლება რომ რადიკალების და აგენტურის მოთხოვნას დაჰყოლოდა და საქართველო იმავე საომარ მოქმედებებში ჩართულიყო, რაშიც ჩვენი მეგობარი უკრაინა ჩაერთო“, – აცხადებს მათიკაშვილი.

მისივე თქმით, ოპოზიცია დეზორგანიზებულია.

„იმ ფსონმა ვერ გაამართლა, რაც მათზე იყო დადებული. საზოგადოების მხარდაჭერა ვერ მიიღეს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×