რეზონანსი
31.03.2025

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.  არსებული ინფორმაციით, სოფელ წონიარისში ავტომანქანა საავტომობილო გზიდან მდინარეში გადავარდა.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის დროს ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ორი მათგანი ავტომობილიდან გამოიყვანეს, ერთი პირი კი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ავტომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ კვლევები უტარდებათ. შემთხვევის ადგილას, ამ წუთებშიც, მაშველები მუშაობენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×